|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროევროპული აქციის მონაწილეს, საბა ჯიქიას 4 წლისა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

პროევროპული აქციის მონაწილეს, 19 წლის საბა ჯიქია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიქიას 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საბა ჯიქიას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. 

მოსამართლის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ პირი, რომელმაც პოლიციელს ფეხი ჩაარტყა, საბა ჯიქია იყო.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება მოყვა.

განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა. მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის მხნედ იყო.  

მისი თქმით, ყველაზე მეტად დამარცხების ეშინია, რომ ამ ბრძოლამ შედეგი არ გამოიღოს და დამარცხდეს. მისაივე თქმით, არ უნდა ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება, მაგრამ აქ სხვა პოლიტპატიმრების სახით მეორე ოჯახი შეიძინა. 

საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ გდდ-ს თანამშრომელს წიხლი ჩაარტყა.

აღნიშნული ბრალი 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 საბა ჯიქია მესამეა აქციებთან დაკავშირებით დაკავებულებისგან, ვისაც უკვე პატიმრობა მიესაჯა. 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო 22 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

ავტორი: