პროგრამა "კორპუსში" შესული ცვლილებით მოსახლეობა ნაკლებს გადაიხდის
ქუთაისის საკრებულომ პროგრამაში "კორპუსი" შეტანილი ცვლილება დაამტკიცა. მერიის მიერ წარდგენილი საკითხი პროგრამის თანადაფინასების რაოდენობის შემცირებას ეხებოდა.
მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, პროგრამა კორპუსში შესული ცვლილება პარაპეტებისა და საწვიმარი გაყვანილობის თანადაფინანსების შემცირებას გულისხმობს. კერძოდ კი, აღნიშნული საკითხის დაფინანსებას მერია მხოლოდ 80%–ით ასრულებს, 20%–ს მოსახლეობა იხდიდა. ამ ცვლილების შედეგად მოსახლეობას მხოლოდ 10%–ის გადახდა მოუწევს.
ნაკაშიძის განცხადებით, ცვლილება იმიტომ მოხდა, რომ მოსახლეობამ პარაპეტების პროექტის აუცილებლობა გაითავისოს და მერიას მათი მოგვარების მოთხოვნით მიმართოს.
შეგახსენებთ, პარაპეტების შეკეთების აუცილებლობაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კორპუსის ფრაგმენტის ჩამონგრევამ ქუთაისში 4 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. მიუხედავად ამ ტრაგედიისა, მოსახლეობას პარაპეტების შეკეთების მოთხოვნით ქალაქის მერიისთვის არ მიუმართავს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















