|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პროკურატურა ხელს უწყობს ქალაქის პირველ პირებს მოქალაქეების ძარცვაში"

ქუთაისის მერიის შპს "პარკინგსერვისს" უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ირწმუნება, რომ მოქალაქეებს  ჯარიმებს უსამართლოდ აწერენ.

გოგი წულაის თქმით, "პარკინგსერვის", რომელიც გასულ წელს შეიქმნა, მოქალაქეებს ავტომობილის არასწორი გაჩერების გამო  აჯარიმებს, ერთდღიანი გადაცილების პირობებში კი მათ გაათმაგებულ ჯარიმას უწერენ.

"ჯერ ბაზაც ვერ მოაწესრიგეს და მოქალაქის ნაცვლად ავტომობილს აჯარიმებენ, მერე ეძებენ მისამართებს და მიაქვთ ეს ჯარიმები. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს დაავიწყდა გადახდა, ჯარიმებს საკუთარი სურვილის მიხედვით უზრდიან. არ არსებობს კანონი, რომლითაც ისინი მოქმედებენ. ერთ-ერთი მოქალაქე 10 ლარით დააჯარიმეს, დაავიწყდა გადახდა და მეორე დღეს 300 ლარიანი ჯარიმა მიუვიდა სახლში. ეს არის თაღლითობა, რომლის უკანაც დგანან ქალაქის ხელმძღვანელი პირები. ყველამ იცის, რომ 400 000 ლარზე მეტი ჩაიდეს ჯიბეში ქალაქის მერმა და "პარკინგსერვისის" მმართველმა და ასე აგრძელებენ ადამიანების ხარჯზე გამდიდრებას", -განაცხადა გოგი წულაიამ. მისივე თქმით, მისი სარჩელით პროკურატურა ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

"რამდენიმე თვის წინ მივმართე სარჩელით პროკურატურას, მაგრამ პროკურატურა არ დაინტერესებულა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა ხელს უწყობს ქალაქის პირველ პირებს მოქალაქეების ძარცვაში", - განაცხადა გოგი წულაიამ.

ბრალდებასთან დაკავშირებით  "პარკინგსერვისის" კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ქუთაისის მერიის შპს-ს პროკურატურაში უჩივიან

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა