საქართველოში, შესაძლოა, პური კვლავ გაძვირდეს
საქართველოში, შესაძლოა, პური კვლავ გაძვირდეს. საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაბალი ფასების მოლოდინი არ აქვთ. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ფასები რუსეთში ხორბლის მარაგებზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, პურის ფასის შესახებ უფრო კონკრეტულად საუბარს მაისში შეძლებენ, როდესაც რუსეთში ხორბლის მოსავლის მოცულობის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი. სილაგავას განმარტებით, სწორედ რუსეთის ბაზარზე არსებული ვითარება ახდენს დიდ გავლენას პურის ფასზე. „დღესდღეობით მდგომარეობა ოდნავ გამოსწორებულია მსოფლიო ბაზრებზე, თუმცა იმის ფონზე, რომ რუსეთმა გასული წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით ხორბალი გაიტანა ექსპორტზე, მას გარდამავალი მარაგები იმ დონეზე არ აქვს, რომ დაბალი ფასების მოლოდინი გვქონდეს. საკმაოდ დაძაბული ბალანსია, თუმცა ძალიან კრიტიკული მდგომარეობა შესაძლოა არ იყოს“, -აღნიშნა სილაგავამ "ინტერპერსნიუსთან". სილაგავა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთ გამოსავლად ხორბლის ადგილობრივი წარმოების ზრდას ასახელებს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა, რის მიზეზებსაც კონკურენციის სააგენტოში ამ დრომდე სწავლობენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















