|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ქალაქის იერ-სახის დამახინჯების გამო ბიზნესმენს უჩივის

 ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,   პუშკინის ქ. # 6-ის  უკან  8 სართულიანი კორპუსი აშენდა. მოქალაქეების განცხადებით,  მაღალსართულიანი ბინის  მშენებლობამ  ქალაქის იერსახე დაამახინჯა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი" მერიის არქიტექტურისა და  ზედამხედველობის სამსახურის უფროსს  ბაქარ ჭეიშვილს გაესაუბრა. ჭეიშვილის განცხადებით, შენობა უკანონოდ  აშენდა და  კომპანია "გრინჰაუსს" სასამართლოში უჩივლეს.  მისი თქმით, ქალაქის ცენტრანულ ნაწილში, იქ, სადაც დაბალსართულიანი შენობებია განთავსებული, კომპანიებს არ აქვთ უფლება შეთანხმების გარეშე  ააშენონ 4-5 სართულზე მეტი. 

"ქალაქის ცენტრში  4-5 სართულზე მაღალი შენობის აშენება არ შეიძლება.  ეს უნდა შეთანხმდეს, ეკონომიკის და კულტურული მემკვიდრეობის სამსახურთან, რადგან  შენობა არ გადაეფაროს კულტურულ ძეგლებს. რაც შეეხება პუშკინის #6-ის უკან არსებული  კორპუს, კანონდარღვევით აშენდა.  ამის გამო ჩვენ მივმართეთ სამართადამცავ ორგანოებს",– აღნიშნა ჭეიშვილმა.

 უკანონოდ მშენებლობას  უარყოფს კომპანია "გრინჰაუსის" ხელმძღვანელი, რომელმაც ჩვენთან საუბრისას  ვინაობის გამხელა არ ისურვა. მესაკუთრე აცხადებს, რომ  ინფორმაცია  აღნიშნულთან დაკავშირებით პირველად ჩვენგან გაიგო.

"ბინა კანონის დაცვით ავაშენე და პირველად თქვენგან მესმის, რომ მერია მიჩივის", -განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი