|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალაქის მერს საკრებულო ჯიბეში ყავს"- გია გოქაძე

პარკირების თემასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძებნელმა თორნიკე  ბარათაშვილმა და  ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია გოქაძემ დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში  შეხვედრა გამართეს. ორგანიზაციის წევრებმა პარკირების მოუწესრიგებლობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ადგილობრივი თვითმართველობა თანხას უძირო ორმოში  ყრის. ისინი აუქციონის ხელახლა ჩატარებას  მოითხოვენ და ქალაქი მერს მოუწოდებენ სასწრაფოდ  შეცვალოს მითვისებული პარკირების სისტემა.

"მოვითხოვთ, ქალაქის მერმა შეცვალოს სისტემა და ჩაატაროს ხელახალი აუქციონი პარკირებასთან დაკავშირებით. მურღულია  დაგვპირდა, რომ  1 იანვრიდან პარკირება მოწესრიგებული იქნებოდა მთელ ქალაქში. თუმცა, დღეს 11 იანვარია და კვლავ მოუწესრიგებელია. 3 აუქციონი გაიმართა სამივე ჩაიშალა, რადგან  ინვესტორებისთვის არ იყო ხელსაყრელი შემოთავაზება, ამის შემდეგ მურღულიამ  მიითვისა ეს ბიზნესი და ის თანხა, რომელიც  ხალხს ეკუთვნის, მის ჯიბეში იყრება. ეს იგივეა, რაც  უძირო ქვევრში თანხის ჩაყრა",- აღნიშნა თორნიკე ბარათაშვილმა.

"ქალაქის მერს საკრებულო ჯიბეში ყავს, რასაც მურღულია იტყვის, საკრებულო თავს უხრის. პარკირებიდან შემოსული თანხა უნდა მოხმარდეს ხალხს, არა მურღულიასა და მიქიაშვილის ჯიბეები ავსოს. მივმართავთ ქალაქის მერს, სასწრაფოდ ჩაატაროს ხელახალი აუქციონი",- აღნიშნა გია გოქაძემ.

ორგანიზაციის წევრების  ბრალდებას ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა