"ქალაქში რამდენიმე ცენტრი უნდა გაჩნდეს"-პაატა კლდიაშვილი
"ქალაქში რამდენიმე ცენტრი უნდა გაჩნდეს, - ამის შესახებ განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა კლდიაშვილმა ქალაქგანვითარების თემაზე მიმდინარე დისკუსიაზე, რომელიც ჰანრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ორგანიზებით ქუთაისში მოეწყო.
კლდიაშილის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების გაზრდას და ქალაქის თანაბარ განვითარებას.
"დაიტვირტება სხვადასხვა უბნები და მხოლოდ ერთი ცენტრალური ნაწილი არ იქნება ქალაქში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქუთაისის განვითარებისთვის. ამ ეტაპზე მხოლოდ მოედანი და ჭავჭავაძის პროსპექტია დატვირთული. ჩვენი მიზანი არის ის რომ გარეუბნებიც დაიტვირთოს. ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, რომელსაც აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა, რაც პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დონორების მოძიება, რომელიც პროექტს დააფინანსებს",-აღნიშნა კლდიაშვილმა.
"ქალაქგანვითარების სოციალური ტვირთი"-დისკუსია ქუთაისში
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















