|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალის ხმა იგებს არჩევნებს!"

"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ბათუმის გენდერის მედიაცენტრმა 21 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო აქცია ბათუმის აგრარულ ბაზარში გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები და ესაუბრნენ არჩევნებში ქალის როლის შესახებ.
საინფორმაციო აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა