"ქალის ხმა იგებს არჩევნებს"-აქცია ქუთაისის აგრარულ ბაზარში
"ქალის ხმა იგებს არჩევნებს!" - ამ სლოგანით "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ქუთაისის გენდერის მედიაცენტრმა 21 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო აქცია ქუთაისის აგრარულ ბაზარში გამართა.
ბაზრის ტერიტორიაზე მოეწყო საინფორმაცი ცენტრი. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები და ესაუბრნენ 21 ოოქტომბრის არჩევნებისა და არჩევნებში ქალის როლის შესახებ.
„ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და მხარს ვუჭერთ ქალებს, ქალებმა უკეთესად იციან ჩვენი პრობლემები, უფრო გაითვალისწინებენ და მოგვაქცევენ ყურადრებას,“ - ძირითადად ამ შინაარსის ფრაზებს მოისმენდით აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილ საინფორმაციო ცენტრთან გამართული დისკუსიისას.
საინფორმაციო აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















