|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

”ქალთა დღე” გარემოვაჭრეებს პაატა ბურჭულაძის ფონდმა მიულოცა

ქალთა დღე  "საქართველოს განვითარების ფონდის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, კობა ჩიხლაძემ ახალგაზრდებთან ერთად გარემოვაჭრეებს   მიულოცა.  ჩიხლაძის განცხადებით, თვითდასაქმებული ქალების უმეტესობას ოჯახის მარჩენალის მძიმე ტვირთის ზიდვა უწევს.

”სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა გავუხალისოთ ცხოვრება. მათ სჭირდებათ ჩვენი გვერდით დგომა. გარდა ოფიციალურად დასაქმებული ქალებისა, ძალიან დიდია იმათი რიცხვი, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან და ძირითადად,  მძიმე და გაუსაძლის პირობებში მუშაობით ცდილობენ   ოჯახების გადარჩენას. თვითდასაქმებული ქალების რიცხვმა უკანასკნელ ხანებში 544,3 ათასი შეადგინა. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი ბაზრებსა და ბაზრობებში დგას, რამდენიმე მყიდველის იმედად”,-აღნიშნა ჩიხლაძემ. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი