ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო
დღეს ყოველწლიური საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დაიწყო. პირველი აქცია ფონდმა „სოხუმი“ ქუთაისის მერიის მიმდებარედ გამართა. ფონდის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ლალი შენგელიას განცხადებით, კამპანია ყოველწლიურია და მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ისახავს.
„ვიწყებთ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინაღმდეგ. ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას დაგმონ ქალთა მიმართ ძალადობა. კამპანია დღეს დაიწყო და 16 დღე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქციები გაიმართება“, - განაცხადა ლალი შენგელიამ.
აქცია 15:00 საათზე პარალელურ რეჟიმში 9 ქალაქში გაიმართა.
კამპანიის ფარგლებში მომდევნო აქცია ხვალ, 13 საათზე მესხიშვილის თეატრის წინ გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















