|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში აქცია გამართა

 "თავისუფალი ზონის" დაკავებული წევრებისა და "რუსთავი 2"-ის  მხარდასაჭერად  „ნაციონალურ მოძრაობასთან“  არსებულმა ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში აქცია გამართა.  

ორგანიზაციის წევრები  სოლიდარობას უცხადებენ  ტელევიზიას და  დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ჩვენ დღეს საქართველოს მასშტაბით შევიკრიბეთ ქალები "რუსთავი 2_ის მხარდასაჭერად.  ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ "რუსთავი 2-ს"და   გვინდა  კვლავაც ვუყურებდეთ მას.  ასევე ვითხოვთ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ  სიტყვის თავისუფლებისათვის დაკავებული ახალგაზრდები“, - განაცხადეს აქციაზე.

  „ჩვენ ვართ დედები იმ ბავშვებისა,  რომლებიც უკანონოდ დააკავეს. მოვითხოვთ სამართლიანობას.  არხი დაუბრუნდეს საზოგადოებას  და გამოუშვან უდანაშაულო ბავშვები, რომლებმაც თავი შეწირეს უსამართლოს წინააღმდეგ ბრძოლას", - განაცხადა აქციის მონაწილე  მაია კვინიკაძემ. 

ქალთა ორგანიზაციის აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად გაიმართა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა