|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ლიდერები 7 აპრილს მერობის კანდიდატებს ჭიათურასა და ზესტაფონში წარადგენენ

"ქართული ოცნების ლიდერები" 7 აპრილს ჭიათურასა და  ზესტაფონში მერობის კანდიდატებს წარადგენენ.   ჭიათურაში წარდგენა 14 საათზეა დაგეგმილი. პარტია მერობის  კანდიდატად გივი მოდებაძეს დაასახელებს. ის ამჟამად მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელია.

ზესტაფონში,  „ქართული ოცნების“ ლიდერები მერობის კანდიდატს 17 საათზე წარადგენენ. პარტიამ ამ პოზიციაზე 

 გიორგი გოგლიჩიძის კანდიდატურა დაასახელა. ის პროფესიით იურისტი და ზესტაფონის საკრებულოს ყოფილი წევრია. 

 მმართველი პარტიის ლიდერებმა მერობის კანდიდატი ზუგდიდში უკვე წარადგინეს. 

 შეგახსენებთ, 19 მაისს მერების რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა