|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნება" შეეხო ყველაზე ძვირფასს, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და თავისუფლება -ელენე ხოშტარია

"ქართული ოცნება" შეეხო ყველაზე ძვირფასს,  ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის თავისუფლება -ასე ეხმიანება პარტია "დროას" ლიდერი, ოპოზიციის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ქარელში, ქართული ოცნების ოფისში  "მთავარი არხის" ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოვარდნის ფაქტს. 

  ხოშტარიამ სოლიდარობა გამოუცხადა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემედეგ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ასეთ გამოვლინებას აღარ ელოდა.

"სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ბექა ყორშიას, რომლებმაც გაიარეს სქშინელი წუთები ქარელში, ასევე "მთავარ არხს" და ყველა ჟურმალისტს, რომლებიც არიან  პირდაპირ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. მე მართლა ვერ წარმომედგინა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის შემდეგ "ქართული ოცნება" გაბედავდა კიდევ ამას, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ "ქართული ოცნების" ფსკერი,  უბრალოდ,  არ არსებობს. 

რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ქართული ოცნება შეეხო ყველაზე ძვირფასს, ამაზე მაღალი ფასეულობა უბრალოდ არ არსებოსბ, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის თავისუდფლება. ყველა ამ მიმართულებით, - ადამიანის თავისუფლება არის სრულიად შეზღუდული პირდაპირი, მასიური, ტეროტისტული რესპრესიული, საბჭოთა თვალთვალით, აბსოლუტურად ყველა ადამიანის, ბაღისა და სკოლის მასწავლებლებით დაწყებული. ადამინაის სიცოცხლე არის საფრთხეში ჩვენი ქალაქეის ქუჩებში და ჩვენ ეს ვნახეთ, არა მხოლოდ 5 ივლისს,  არამედ 5 ივლისის შემდეგ. ადამიანის ჯაბნმრთელობა არის საფრთხეში და ჩვენ დღეს გვიწევს იმაზე ლაპარაკი, ადამიანი ვინც ჩვენ გვემსახურება, იღებს კადრს და პროფესიულად ასრულებს თავის მოვალეობას  მას ისვრიან და მას ულეწავენ ძვლებს, ამიტომ ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ გვაქვს არჩევანი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მისი თქმით, 2 ოქტომბერს არჩევანი სწორედ ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების სასარგებლოდ არის გასაკეთებელი.

ავტორი: ნიუპრესი