|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ახალი სახეები წარადგინა

კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი - "ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ახალი სახეები წარადგინა. 15 ახალი სახე, რომელიც „ქართული ოცნების“ რიგებს უერთდება, მედიას და საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო. მათგან 8 ქალია.

პარტიის ახალი წევრები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.

პრემიერმა მათი წარდგენისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას განათლება უცხოეთში აქვს მიღებული.  ისინი არიან,  ძირითადად,  იურისტები და ეკონომისტები.
ღონისძიება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა