"არა გაზპრომს" - მთავრობას გადაწყვეტილების შეცვლისაკენ მოუწოდებენ (ფოტო)
"თავისუფალი ზონის" წევრებმა ქუთაისში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა "გაზპრომთან" გამართული მოლაპარაკებები და საქართველოში რუსული გაზის შემოსვლის საშიშროება გააპროტესტეს. "არა გაზპრომს",–აცხადებდნენ აქციის მონაწილეები და მთავრობის მიერ გადაწყვეტილების შეუცვლელობის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი აქციით იმუქრებიან.
"ჩვენ დღეს გამოვხატეთ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში აპირებენ რუსული გაზის შემოტანას. ეს არის უდიდესი დანაშაული, რადგან ჩვენ, ქართველებმა არ უნდა დავაფინასოთ ჩვენი მოსისხლე მტერი. ეს გაზი თუ შემოვიდა, ჩავთვალოთ, ის ჩვენი გმირების საფლავებზე აინთება, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. ჩვენ არ დავუშვებთ ამას და ვიდრე არ მიიღებენ გადაწყვეტილებას "არა გაზპრომს," იქამდე გაგრძელდება ჩვენი აქციები",–აცხადებს "თავისუფალი ზონის" წევრი მირიან დეისაძე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















