|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე დააკავეს?

ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიმინალური დაჯგუფების მეთაურები და წევრები დააკავეს.  დაკავებულთა შორის 15 ქართველია.  

ამერიკული   საიტის “www.  Ju-stice.gov”-ის ინფორმაციით, 07 ივნისს  დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებსაც სამართალდამცავები გამოძალვას  და მკვლელობას  ედავებიან. დაკვებულებს შორისაა  მსოფლიო  ჩემპიონი  ავთანდილ  ხურციძე. ამერიკული  საიტის ინფორმაციით, ასევე დაკავებულია დაჯგუფების მეთაური რაჟდენ შულავა და ზურაბ დეხანაშვილი. 

კრივის ფედერაციაში ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას, აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის, არიან თუ არა ქართველი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. 

ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის ოჯახს ინფორმაცია არ აქვს, აშშ-ში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის არის თუ არა მათი ოჯახის წევრიც. 

 არაოფიციალური ინფორმაციით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება, შესაძლოა, ქართველი სპორტსმენები იყვნენ, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ეჭვები აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელებმა და გვარებმა გააჩინა. აშშ-ის ინფორმაციით, ქართველებიდან დაკავებულები არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა