|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი ემიგრანტის გადმოსვენების ხარჯები სახელმწიფოს ჯერ არ დაუფარავს

საბერძნეთში გარდაცვლილი  ელისო ვარდანიძის გადმოსვენების ხარჯები სახელმწიფოს დღემდე არ დაუფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ავრცელებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით "ნიუპრესს"  საბერძნეთიდან ქართველმა ემიგრანტმა გიორგი ოკრიბელაშვილმა  დაუდასტურა, რომ ხარჯების დაფარვა ჯერ არ მომხდარა  თანხის ცვლილების გამო.

" გადასვენების დღეს  თანხა  2200 ევროდან 2700 ევრომდე  გაიზარდა. პირველადი თანხის გამოყოფაზე უკვე არსებობდა საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული განკარგულება, მაგრამ  ცვლილების გამო საჭირო გახდა თანხის ხელახლა დამტკიცება, რომელსაც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მოახდენს საქართველოს მთავრობა, უახლოეს სხდომაზე. ოჯახისათვის გადმოსვენების ხარჯების 100%-ით  ანაზღაურების გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა 2 კვირაა მიიღო და ამის შესახებ ოჯახს აცნობა საქართველოს საელჩომ.  მიმდინარეობს კანონით დადგენილი პროცედურების გავლა",- აღნიშნა ოკრიბელაშვილმა.

შეგახსენებთ,  რომ საბერძნეთი დედაქალაქ ათენში  პნევმონიით 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა.  ელისო ვარდანიძე წარმოშობით ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხიდან არის.  

 

 

 

 


 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი