ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა. ის მკურნალობას ჯერ თბილისში გადიოდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღის წინ თბილისიდან სტამბოლში გადააფრინეს. მიუხედავად მცდელობისა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, არის რადიო "ძველი ქალაქის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე სამოქალაქო აქტივისტი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრესი“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქეთის გარდაცვალების გამო.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 80%
არა - 20%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა