ფულის ფლანგვა ჭიათურულად - ერთი გაკეთებული საქმისთვის ფულს ორი ააიპი იღებს
„6 მარტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 13 მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშები გამოაქვეყნა. ანგარიშები ძირითადად 2022 და 2023 წლებს მოიცავს, რამდენიმე შემთხვევაში კი – 2024 წლის პირველ ექვს თვესაც.
გამოქვეყნებულ დოკუმენტებს შორისაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შეფასებაც, სადაც ერთ-ერთი განსაკუთრებით საყურადღებო შემთხვევაა აღწერილი: 2023 წელს, 26 მაისისა და 1 ივნისის საზეიმო ღონისძიებებისთვის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორმა დამოუკიდებელმა ა(ა)იპ-მა ერთი და იმავე მიმწოდებლისგან ფაქტობრივად ერთი და იგივე მომსახურება შეისყიდა.
საქმე ეხება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის სანდრო კავსაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლასა“ და „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გ. თხელიძის სახელობის №2 სამუსიკო სკოლას“. აუდიტის თანახმად,ორივე ორგანიზაციამ 2023 წლის 25 მაისს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე ინდივიდუალურ მეწარმეს, შერმადინ ხაჯალიას, გაუფორმა გამარტივებული ხელშეკრულება.
ორივე ხელშეკრულების საგანი იდენტური იყო: 26 მაისისა და 1 ივნისის ღონისძიებებისთვის სცენის, სცენის გადახურვისა და გასანათებელი მოწყობილობების მიწოდება, მონტაჟი და დემონტაჟი.
აუდიტის სამსახური წერს, რომ 26 მაისსა და 1 ივნისს მუნიციპალიტეტში მართლაც გაიმართა საზეიმო ღონისძიებები, მოეწყო და გადაიხურა სცენა, დამონტაჟდა განათება და შესრულდა შესაბამისი სამონტაჟო-სადემონტაჟო სამუშაოები. თუმცა პრობლემა ის არის, რომ იმავე ადგილზე და იმავე დროისთვის იგივე მომსახურებაზე ხელშეკრულება ორჯერ გაფორმდა.
კერძოდ, №1 სამუსიკო სკოლამ შერმადინ ხაჯალიასთან ხელშეკრულება 9.2 ათასი ლარის ღირებულებით გააფორმა. იმავე დღეს, იმავე მომსახურებისთვის, იმავე მიმწოდებელთან და იმავე ღირებულებით ხელშეკრულება გააფორმა №2 სამუსიკო სკოლამაც.
შედეგად, აუდიტის შეფასებით, მუნიციპალურმა სუბიექტებმა ერთი და იგივე მომსახურება ორჯერ შეისყიდეს და თანხაც ორჯერ გადაიხადეს.
დოკუმენტში მოყვანილი კონკრეტული მონაცემებით, ორივე შემთხვევაში ინდივიდუალურმამეწარმემ 9,250-9,250 ლარი მიიღო, რაც ჯამში 18,500 ლარს შეადგენს", - წერს ფლანგვის დეტექტორი.
ანუ საბოლოოდ მივიღეთ სიტუაცია, როცა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორმა ა(ა)იპ-მა, ერთმანეთთან კოორდინაციის გარეშე, ერთი და იმავე სცენის მომსახურება ცალ-ცალკე იყიდა დაამის გამო ბიუჯეტიდან ორმაგი თანხა დაიხარჯა.
აუდიტის სამსახური ამ და სხვა მაგალითებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა ხარვეზებით მიმდინარეობდა და არ იყო დაცული ფულადი სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად გამოყენების ვალდებულება.
უწყების შეფასებით, რიგ შემთხვევებში სუბიექტების ორგანიზაციული სტრუქტურა, მართვის მოდელიდა თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები სათანადოდ დასაბუთებული არ არის. ამასთან, მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, თუ რა ობიექტური საჭიროება განაპირობებს მსგავსი პროფილის ა(ა)იპ-ების დამოუკიდებლად არსებობას.
ავტორი:


17:19
19:31
14:17
16:33
















