|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქეთი კიკვიძემ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ სასამართლო დავა მოუგო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა ქეთი კიკვიძის გამარჯვებით დასრულდა.

ქუთაისის ორგანიზაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ქეთი კიკვიძე კომპანიას უკანონო გათავისუფლებაში ედავებოდა. ის სამსახურიდან 2015 წელს გაათავისუფლეს. კიკვიძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტები იცავდნენ.

ქეთი კიკვიძემ სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვდა, პირველმა ინსტანციამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციოში საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება გაბათილდა. საქმემ უზენაესში გადაინაცვლა, სადაც პროცესი მის სასარგებლოდ დასრულდა.

უზენაესი სასამართლოს 27 იანვარის გადაწყვეტილებით, ქეთი კიკვიძის საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. კომპანიას სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და განაცდურის სრულად გადახდა დაევალა.

როგორც "საქართველოს გაერთიანებულ კომპანიაში" აცხადებენ, მათ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ. "როგორც კი კომპანიას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაბარდება, კომპანიაც მოიქცევა კანონის შესაბამისად", -განუცხადა "ნიუპრესს" კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.    

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა