|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქობულეთში ავარიის დროს დაშავებული სამი წლის გოგო მკურნალობას ქუთაისში განაგრძობს

ქობულეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული სამი წლის გოგო მკურნალობას ქუთაისში განაგრძობს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბავშვი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

ექიმებს მისი გადმოყვანა თბილისში სურდათ, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა. ავარიის დროს დაშავდა მისი ხუთი წლის ძმაც, რომლის გადარჩენაც ექიმებმა ვერ შეძლეს. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ქობულეთის კლინიკაში ამ დრომდე 7 პაციენტი რჩება. მათგან სამს ოპერაცია ჩაუტარდა, დანარჩენი ოთხის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავარიის შედეგად სამი მგზავრი დაიღუპა, არაბი ცოლ-ქმარი და მათი შვილი. დაშავდა 10 ადამიანი. სამი მინივენის ტიპის ავტომობილი ერთმანეთს ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე შეეჯახა. სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

imedinews.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა