ქუჩები ქუთაისში, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდება
ქუთაისში საბავშვო ატრაქციონის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ქალაქის მასშტაბით დამატებით ატრაქციონების მოსაწყობად მერიამ 66 500 ლარი გამოყო.
მიმწოდებელი ვალდებულია, საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში.
დამკვეთთან შეთანხმებით, ატრაქციონის მოსაწყობი ფართობი განისაზღვრა 49 მ2 .
ატრაქციონები მოეწყობა, ავტომშენებლის ქუჩა N41-თან, გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში - დედაენის ძეგლის წინ, მელიქიშვილის ქუჩა N12-თან, სულხან-საბას გამზ. N31-თან, ჩორგოლიანის ქუჩა N14-თან, ახალგაზრდობის გამზ. პირველ შესახვევის N23-ის მიმდებარედ, ასევე ორი კომპლექტის დამონტაჟებისთვის ადგილმდებარეობები დაზუსტდება შემსყიდველის მიერ, სამუშაოების მიმდინარეობის დროს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















