|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუჩები, რომლებიც 2 მაისს ქუთაისში გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიის ინფორმაციით,  ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში 1 მაისის 22:00 საათიდან, 2 მაისის 21:00 საათამდე ავტოტრანსპორტის 
მოძრაობა გადაიკეტება შემდეგ ქუჩებზე: პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცისფერყანწელების, პუშკინის და წმინდა ნინოს ქუჩებზე (#3 სკოლის მიმართულებით).


2 მაისის 09:00 საათიდან, ასევე, მოძრაობა დაიკეტება ცენტრალურ მოედანზე და მასთან მისასვლელ ქუჩებზე, კერძოდ: წერეთლის, თამარ მეფის, გელათის და ფალიაშვილის ქუჩებზე.


2 მაისს 03:00 საათიდან 19 საათამდე გადაიკეტება ირ.აბაშიძის გამზირი, 9 აპრილის და შარტავას ქუჩების კვეთიდან.
ყველა ჩამოთვლილ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა