|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქურდული სამყაროს წევრობისათვის ქუთაისში 2 პირი დააკავეს

ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, ქუთაისში ორი პირი დაააკავეს-  1959 წელს დაბადებული მურად ს. და 1961 წელს დაბადებული ვასილ ჩ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებდნენ დანაშაულებრივი საქმიანობის განსახორციელებლად. კერძოდ, მუქარისა და დაშინების გზით, ინდივიდუალურ მეწარმეებს: უჩა ჩ-ს, გია დ-ს და თეიმურაზ გ-ს გამოსძალეს 10 000 ლარი. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გამოძალული სრული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით).

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა