|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელ სტუდენტებს გერმანელები გადაამზადებენ

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ქუთაისელ სტუდენტებს გერმანელები რამდენიმე უნივერსიტეტში გადაამზადებენ.

 გერმანული ორგანიზაცია „დეადე“,   რომელიც საგანმანათლებლო პრექტების მხარდაჭერის მიზნით მუშაობს, ქუთაისში წარმატებულ სტუდენტებს შეარჩევს. მაგისტრებსა და მეოთხე კურსელ სტუდენტებს შანსი ეძლევათ გერმანიაში  სწავლა დაუფინანსდეთ. დაფინანსება სახოვრებელ და კვების ხარჯების დაფარვის გარდა სტიპენდიების გაცემასაც გულისხმობს.

 ქუთაისში სტუმრად მყოფი „დეადეს“ წარმომადგენლები  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღო. ქუთაისის მერმა მადლობა გადაუხადა გერმანელ სტუმრებს საგანმანათლებლო საქმეში მხარდაჭერისთვის.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა