|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6 წლის ქუთაისელი ჩემპიონის თანადაფინანსების სურვილი პირველმა კომპანიამ უკვე გამოთქვა

"ნიუპრესზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციას 6 წლის მოჭადრაკის  დავით თათვიძის  შესახებ მრავალი გამოხმაურება მოყვა. პატარა ჩემპიონის  ბრატისლავაში დაგეგმილ  ჩემპიონატზე გამგზავრებაში ფინანსური დახმარების სურვილი ერთ-ერთმა კომპანიამ უკვე გამოთქვა. 

"IQ კლინიკა"-ს ხელმღვანელები მარინა რამაზაშვილი და მაია ჯანელიძე მოხარულები არიან პატარა დავით თათვიძის რუმინეთში მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტულით და სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ დავითის თანადაფინანსებაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდება ბრატისლავაში. გთხოვთ, ეს ინფორმაცია მიაწოდოთ დავითის დედას ქ-ნ ეთერ ხობუას, რათა დაუკავშირდეს IQ კლინიკას", -ნათქვამია კლინიკის ფეისბუკ გვერდზე.

კომპანიის ხელმძღვნელის მარინა რამაზაშილის განცხადებით, მათი მიზანი რეკლამა არ ყოფილა. "ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი სულაც არ ყოფილა ჩვენი პიარი, ჩვენ გინდა, რომ კონკრეტულად ამ ბავშვს დავეხმაროთ, ეს საერო საქმეა, ასე ვფიქრობთ, უნდა მივცეთ საშუალება ამ ბავშვს რომ ქვეყანა ასახელოს, როტომ უნდა იყოს უფინანსობა ხელისშემშლესი,  საკონტაქტო არაფერი გვქონდა,  თუ არა თვითონ მშობელს დავუკავშირდებოდით", - განაცხადა მარინა რამაზაშვილმა.

 შეგახსენებთ, დავით თათვიძის დედის განცხადებით, პატარა ჩემპიონმა ბრატისლავაში გასამგზავრებელი საგზური მოიპოვა, თუმცა დაფინანსება მხოლოდ მოჭადრაკეს აქვს და არა მწვრთნელს, ასაკის გამო კი მარტო ვერ გაემგზავრება.

 

"მერიიდან ჩემპიონობა არ მოულოცავთ, ალბათ, არ უხარიათ ბავშვების წარმატება"

წარმატებული ქუთაისელი მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონატზე უფულობის გამო ვერ წავიდა

ქუთაისელი 7 წლის დავით თათვიძე ევროპის ჩემპიონია [VIDEO]

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა