ქუთაისელი გოგონას დაღუპვაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
საქალაქო სასამართლოს ცნობით, თბილისში, რუსთაველზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მასვე ჩამოერთვა მართვის უფლება სამი წლის ვადით.
დაკავებულს ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისელი გოგონა სოფო ბერიძე ემსხვერპლა, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 24 იანვარს, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი და შეეჯახა ორ ავტომანქანას.
მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შეჯახების შემდეგ ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დამნაშავე, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ საზოგადოების აქტიურობის შედეგად დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძის ახლობელი იყო.
ამ თემაზე: თბილისში ავტოავარიის შედეგად ქუთაისელი გოგონა გარდაიცვალა
"საოცნებო საქართველო- რუსთაველზე მოკლული გოგონას მკვლელი თავისუფალია"
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















