ქუთაისელი იპოთეკით დაზარალებულები ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ
იპოთეკით დაზარალებულები ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებენ. არასამთვრობო ორგანიზაცია "დაზარალებულთა ცენტრის" წევრების განცხადებით, 2012 წელს გაცემული არცერთი დაპირება შესრულდა და მოქალაქეები საცხოვრებლის გარეშე რჩებიან. ორგანიზაციის წევრებმა ქუთაისში პრესკონფერენციაზე იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე ისაუბრეს, რის გამოც ათასობით მოქალაქე სახლის გარეშე რჩება.
"მთავრობამ მოგვატყუა, მათი გადაცემული არცერთი დაპირება არ შესრულდა. ვითხოვდით გრძელვადიან, დაბალპროცენტიან სესხს, რომ ადამიანებს შეძლებოდათ სესხი დაეფარათ. დაპირება დაპირებად დარჩა. ყოველდღიურად ხდებოდა გამოსახლება, თითქოს რამდენიმე თვე შეჩერდა, მაგრამ ახლა ისევ იწყება. ჩვენს მიერ აღრიცხულია 500 ოჯახი, ამდენივე კი საზღვარგარეთ წავიდა. ადამიანები ქუჩაში არიან დარჩენილი და მოვითხოვთ, მოხდეს რეაგირება. ახალი პრემიერის მიერ გაჟღერდა, რომ გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა სესხი და გარკვეული ცვლილებებიც არის, მაგრამ ეს არ ეხება უკვე აღებულ სესხებს, რაც არის ძალიან ცუდი"-განაცხადა ცენტრის თავმჯდომარემ დარეჯან სულაქველიძემ.
მევახშეების მაქინაციებზე ისაუბრა დაზარალებულმა ნატო ძოწენიძემ, მისი თქმით, მას ბინა დაუყადაღეს და დღემდე დაკეტილია ისე, რომ არ მომხდარა გაფრთხილება და ოჯახმა ნივთებიც ვერ გაიტანა. ნატო ძოწენიძის თქმით, მას 1000 ლარი ქონდა ვალი და დღეს ის 22 000-ზეა ასული. დაზარალებული თანხის ეტაპობრივად გადახდის შესაძლებლობას ითხოვს, რისი საშუალებაც არ ეძლევა. მის თქმით, მიზანმიმართულად მოხდა სესხის თანხის გაზრდა, რომ ოჯახს მისი გადახდა ვერ მოეხერხებინა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















