|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მხატვრების შემოქმედების შესახებ გადაცემები მომზადდება

ქუთაისელ მხატვრებზე გადაცემები მომზადდება.  გადაცემები გურამ გაგოშიძის, ოთარ ქანთარიას, გოგილო ნიკოლაძის, ჯავა ჭეიშვილის, ავთო აბესაძის, ვიტალი კაპანაძის, გივი კაპანაძის, რობერტ მნაცკანიანის, ავთანდილ ტატანაშვილის, ზაურ წითაშვილის, შოთა მინდელისა და ბერნარდ ნებიერიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას გააერთიანებს.

სამუშაოებისათვის მერია 4 000 ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელს ევალება საარქივო მასალების, ბიოგრაფიული მასალებისა და ახლობელთა ინტერვიუების მოძიება, დამონტაჟება და 8 სიუჟეტის მომზადება ქართულ ენაზე, თითოეული გადაცემის ხანგრძლივობა არანაკლებ 40 წუთი.

გადაცემები მხატვრების შემოქმედების  გახსენებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

ტენდერში მონაწილეთა წინადადებების მიღება 16 მარტს დასრუდება.

გადაცემები ეთერში უნდა გავიდეს კვირაში ერთჯერ, 2017 წლის 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა