|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ნიკუშა გვენეტაძის მკურნალობა ,,სოლიდარობის ფონდმა“ 165 000 დოლარით დააფინანსა

ქუთაისის მერი აეროპორტში სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარს დახვდა თურქეთიდან კიდევ ერთი ბავშვი დაბრუნდა, რომლის მკურნალობა სოლიდარობის ფონდმა დააფინანსა. ქუთაისელი ოთხი წლის ნიკუშა გვენეტაძე თურქეთში 10 თვის მანძილზე მკურნალობდა. მას ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია გაუკეთეს. ამჟამად მოზარდი სამედიცინო დაკვირვების რეჟიმზეა გადასული.

საქართველოს სოლიდარობის ფონდმა მკურნალობა 165 000 დოლარით დააფინანსა. ქუთაისის აეროპორტში მოზარდს ქუთაისის მერი შოთა მურღულია დახვდა. ,,სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს შეიქმნა და არაერთი კეთილი საქმე გააკეთა. მათ შორის არის ნიკუშა გვენეტაძის ძვირადღირებული ოპერაცია. ქუთაისის მერია,ისევე როგორც სხვა საჯარო დაწესებულებები ჩართულია ,,სოლიდარობის ფონდში“.ეს არის მთავრობის ერთ-ერთი საუკეთესო ინიციატივა. ზოგადად, ქველმოქმედება არის ის რაც თითოეულმა ადამიანმა უნდა აკეთოს.“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი