|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უსამართლოდ დამაჯარიმეს!" - თბილისში 200 ლარით დაჯარიმებული ქუთაისელი ტაქსისტის პროტესტი

ქუთაისელი ტაქსის მძღოლი თბილისში დააჯარიმეს. როგორც დღეს ბრიფინგზე ხვიჩა მამასახლისმა განაცხადა, მიზეზი ტაქსის ფერი და მასზე განთავსებული სტიკერები გახდა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მოქალაქემ ტაქსი გამოიძახა და თბილისში წაიყვანა, თუმცა ავტომობილის ფერის და მასზე განთავსებული კერძო კომპანიის რეკლამის გამო 200 ლარით დაჯარიმდა.

"125 ლარიან შეკვეთა მქონდა და 200 ლარით დამაჯარიმეს. მგზავრი მიმყავდა ტაქსით და პატრულმა მითხრა, რომ არ მქონდა თბილისში შესვლის უფლება. არ ვაპირებ ჯარიმის გადახდას, არც მაქვს და თან უსამართლოდ დამაჯარიმეს"-განაცხადა ხვიჩა მამასახლისმა.

ფაქტს გამოეხმაურა პარტია " თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია. მისი თქმით, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, რადგან ადამიანს ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება თავისუფალად უნდა შეეძლოს.

წულაია მოუწოდებს ხელისუფლებას, ნუ უზღუდავს მოსახლეობას არჩევანის თავისუფლებას და რეგულაციის გამო ნუ აზარალებს სხვა ქალაქში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს.

კერძო კომპანია "მაქსიმში", მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა