15 წლის ქუთაისელი მოსწავლე სასწავლო კურსით "ნასაში" გაემგზავრა
ქუთაისელი მოსწავლე იონა იობიძე "ნასაში" გამეგზავრა. ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის " მეათე კლასის მოსწავლე „ათასწლეულის ინოვაციის“კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
15 წლის მოსწავლემ გუნდის წევრებთან ერთად კონკურსში წელს გაიმარჯვა. მათ ბარნის სარტ ლაბირინთი გამოიგონეს.
პროექტის მიზანია ავტომატიზებული გახადოს დაკვირვებისა და კვლევის პროცესი. ბარნის სმარტ-ლაბირინთი დაეხმარება მეცნიერებს, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ცხოველთა შორის სივრცითი ხედვა და მეხსიერება შეაფასონ. პროექტი ზოგავს ადამიანის დროს და ხელს უწყობს უფრო ზუსტი შედეგების მიღებას.
გამარჯვებულები NASA-ს კოსმოსურ ცენტრში ერთთვიან კურსს გაივლიან, რასაც კოსმონავტები გადიან.
15 წლის ქუთაისელი გამომგონებელი "ნასაში" მიემგზავრება
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















