|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ვან გეგა იაპონიაში მიემგზავრება

ქუთაისელი გეგა სოფრომაძე იაპონიაში მიემგზავრება. ვან გეგას სახელით ცნობილი პატარა მხატვარი იაპონიაში დედასთან ერთად მიფრინავს, სადაც "ტოიოტას" გლობალური კონკურისის ფინალურ დაჯილდოებაში მიიღებს მონაწილეობას.

ვან გეგა 26 აგვისტოს მიფრინავს და იაპონიაში 31 აგვისტოს ჩათლით დარჩება. დაჯილოდების ცერემონიალი 29 აგვისტოს გაიმართება, სადაც გამარჯვებული გამოვლინდება.

ვან გეგას ნახატი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნამუშევარს შორის შეირჩა, ვან გეგა საუკეთესო ათეულში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ გეგა პირველი მონაწილეა, რომელიც საქართევლოს სახელით ამ კონკურსის ფინალში გავიდა. 12 წლის განმავლობაში გაგზავნილ ნახატებს შორის მხოლოდ პირველად შეირჩა ქართველი მხატვარის ნამუშევარი.

გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვან გეგას "ნიუპრესი" ესაუბრა. გეგას თქმით, მოხარულია, რომ კონკურსში ეროვნული სამოსით საქართველოს სახელით წარსდგება. ამბობს, რომ ძალიან ღელავს და მოსალოდნენ შედეგებზე საუბარი უჭირს.

ვან გეგამ გასულ წელს საქართევლოში გამართულ "ტოიოტას" კონკურსში გაიმარჯვა. მგზავრობის ყველა ხარჯს კომპანია ფარავს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა