ზვიად პატარიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა
გუშინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა 8 წონითი კატეგორიიდან 8 მედლის აღება შეძლეს.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქუთაისელმა ზვიად პატარიძემ 120 კგ. წინით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ის ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა. პატარიძემ ფინალში რუსი გიორგი გაჯინოვი დაამარცხა.
ოქროს მედალი მიიღეს 50 კგ. წონით კატეგორიაში რამაზ სილაგავამ და 60 წონით კატეგორიაში ლერი აბულაძემ, ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი კურტანიძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ნუგზარ წურწუმიამ, ბექა მამუკაშვილმა, თემურ ჭკუასელიძემ და გიორგი ბარბაქაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















