|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აქტაუ - ქუთაისის პირველი ავიარეისი შესრულდა

დღეს აქტაუ-  ქუთაისის  პირველი  ავიარეისი შესრულდა.  ავიაკოპანია "სკატი" წარმომადგენლების განცხადებით, ავიარეისები ქუთაისიდან აქტაუს მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება, CRJ-200 ტიპის საჰაერო ხომალდით, ფრენის დრო შეადგენს 1 საათსა და 10 წუთს.

ქუთაისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა დადებითად შეაფასა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აზიის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი ფრენების არსებობა, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის  განვითარებას და ქუთაისში ტურისტული ნაკადის შემოსვლას.

ქუთაისი აეროპორტში ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა წყალტუბოში სასტუმრო "პლაზაში" აღინიშნა.

 პრეზენტაციას კომპანიის და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი.

ავიაკომპანია სკატი არის ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია, რომელმაც ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. იგი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტი მოიცავს 17 საჰაერო ხომალდს რომლიდანაც 14 ავიაკომპანიის საკუთრებაა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა