|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი "ღიმილის ქალაქად" ოფიციალურად გამოცხადდა

ქუთაისის მერია დასრულებულად აცხადებს ქალაქის ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად ჩატარებულ კონკურსს. 

 "ხანგრძლივი და მრავალმხრივი განხილვის შემდეგ, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული იქნა ქალაქ ქუთაისის ტურისტული ლოგო და სლოგანი, რომელთა ავტორი არის შპს „ჰოლმსი და უოთსონი“.

ქუთაისის მერია მიიჩნევს, რომ ქალაქის ახალი ტურისტული ლოგო და სლოგანი ქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს და დასამახსოვრებელს გახდის ტურისტებისათვის. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ავტორთან შეთანხმებით, მომავალში საჭიროების შემთხვევაში განიხილოს ტურისტული აბრევიატურის შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების საკითხი"-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 გამარჯვებული ლოგოსა და სლოგანის მიხედვით ბანერებისა და სხვადასხვა  აქსესუარების დამზადება იგეგმება.

შეგახსენებთ, ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად სამი კონკურსი ჩარარდა. პირველ და მეორე შემთხვევებში გამარჯვებული გამოვლენა ვერ მოხერხდა. მესამედ გამართულ კონკურსში განსახილველად წარდგენილი იყო  ლოგოს - 58 სლოგანის კი 33 ვარიანტი.

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა