|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი არის ქალაქი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს"

"ქუთაისი არის ქალაქი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა რეალიზება აკლია",- ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი ჩანადირმა "თიბისი" გალერეაში განაცხადა.

 ჩანადირმა ქუთაისელებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა: "იმისათვის, რომ ქალაქი მეტად რეალიზდეს და ადგილობრივებმაც უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები,  მეტად უნდა იაქტიურონ და ამით  ქალაქიც გამოაცოცხლონ",-განაცხადა მან "ნიუპრესთან" საუბრისას.

შეხვედრის დროს ჩანადირმა აღნიშნა, რომ ქუთაისი ძალიან უყვარს და მისი აქტივობა სოციალურ ქსელებში ქუთაისთან  დიდი ხნის მანძილზე იქნება დაკავშირებული. ჩანადირი  ფოტოკონკურსის "კადრი ქუთაისის" ჟიურის წევრია, რომელიც "თიბისი" გალერეაში მიმდინარეობს. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა