ქუთაისი–ბათუმის რეისთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს [R]
„საქართველოს რკინიგზა“ ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, მგზავრებს ბილეთის საფასური დაუბრუნდებათ.
„დღეს, 17:50 საათზე ელექტრომატარებელი #683 ქუთაისი-ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო, ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიზგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა