"ქუთაისი დიდხანს იყო მიტოვებული და მიძინებული"
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ქუთაისში არჩევნებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ცენტრალურ ბაღში ზურაბიშვილი პარალელურად შეხვდა მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა. კანდიდატის განცხადებით, ქუთაისი დიდხანს იყო მიტოვებული და უნდა დაიბრუნოს კულტურის დედაქალაქის მნიშვნელობა.
„ბუნებრივად, როგორც პარლამენტარს მაქვს ახლო ურთიერთობები ქუთაისელებთან, ამის იქით ქუთაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ჩემი საარჩევნო კამპანიისთვის, საერთოდ, ეს არის საქართველოს მეორე ქალაქი, რეალურად კულტურის დედაქალაქი და უნდა დაიბრუნოს ეს ფუნქცია. სამწუხაროდ, დიდხანს იყო ქუთაისი მიტოვებული და მიძინებული. მე ვაპირებ, როგორც პრეზიდენტმა ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს ეს როლი სახელმწიფოში და მსოფლიოში, რომ იყოს საქართველოს კულტურის ცენტრი და აკვანი"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















