|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“ - მერია კონკურსს აცხადებს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს პროექტის „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში.

„კონკურსი ცხადდება ქუთაისის მცხოვრებლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კერძო სექტორისთვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სერვისების გასაუმჯობესებელი ინოვაციური გადაწყვეტილებების შესამუშავებლად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ 2023 წლის 24 ნოემბრიდან 2023 წლის 15 დეკემბრის 18 : 00 საათამდე“, - აცხადებს ქუთაისის მერია.

ავტორი: ნიუპრესი