|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-მილანის ფრენის გაუქმებას მგზავრების უკმაყოფილება მოყვა

ქუთაისის აეროპორტში ფრენის გაუქმებას მგზავრების უკმაყოფილება მოყვა. 235 მოქალაქე კომიანია "ვიზიარს" უყურადღებობაში ადანაშაულებს.

მათი თქმით, მილანის მიმართულებით დაგეგმილი ფრენა რამდენჯერმე გადაიდო, მოგვიანებით საერთოდ გაუქმდა, მიზეზად კი თვითმფრინავის გაუმართაობა დაასახელეს.

მგზავრების თქმით, მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში ბავშვებთან და ასაკოვან ადამიანებთან ერთად იყვნენ და არც კომპანიამ და არც აეროპორტმა ყურადღება არ მიაქცია.

მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება, ისინი ბილეთების გადაცვლას ცდილობენ, რადგან თუ დროულად არ ჩაფრინდებიან მილანში სამსახურს კარგავენ.

"მილანის მიმართულებით ფრენა რამდენჯერმე გადაიდო. მოგვიანებით გვითხრეს, რომ გაუქმდა. მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელეს. გასაგებია, შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ უყურადღებოდ დაგვყარეს. მთელი ღამე აქ ვიყავით და წყალიც კი არავინ მოგვაწოდა, ავადმყოფი ადამიანები და ბავშვები იყვნენ და პასუხის ღირსადაც არ გვთვლიდნენ. გვეუბნებიან,  გადაგვიცვლიან ბილეთებს, ან კომპენსაციას მოგვცემენ, მაგრამ იქ სამსახური გველოდება და თუ დროულად არ ჩავალთ, დავკარგავთ, ზოგს ოპერაცია აქვს დაგეგმილი და პრობლემები შეექმნებათ. ცუდია, როდესაც კომპანია მგზავრებს ყურადღებას არ აქცევს"-აცხადებენ მგზავრები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა