|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისზე გამოცხადებული ფოტოკონკურსის ჩამონათვალში პარლამენტის შენობა ვერ მოხვდა"

ქუთაისის მერიის მიერ იმერეთის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად გამოცხადებული ფოტოკონკურსი დავის საგანი ხდება. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თვითმმართველობა ქალაქის სტატუსის დაქვეითებაში დაადანაშაულეს.

 "მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი მიზანმიმართული კამპანიაა ქალაქის საპარლამენტო სტატუსის დასაქვეითებლად, რადგან  გამოცხადებული ფოტოკონკურსის ჩამონათვალში ვერ მოხვდა პარლამენტის შენობა. ეს არის  დამოკიდებულება და ხედვა, როგორ უყურებენ პარლამენტის საკითხს. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ პარლამენტის საკითხი საკრებულოს სხდომაზე გასულიყო, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი თხოვნაა, ყველამ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება. გადაწყდა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თბილისში შენდება, ქუთაისს სხვა პოტენციალი აღარ აქვს და ნიშნიანიძის პიესის - "როგორ შემოცურდება პარახოდი ქუთაისში" იმედად რჩება"–განაცხადა გია გოქაძემ.

 მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მერიას წერილობით მიმართეს, პასუხად კი მიიღეს, რომ პარლამენტის სიაში ვერ მოხვედრის გამო მერიამ თანხები დაზოგა.

გოქაძის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს მერიის ეკონომიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი. მისი განცხადებით, მათ კონკურსის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციას ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს, სადაც საუბარი იყო, რომ პარლამენტის ფოტოებზე შეზღუდვა არ იყო.

 "თუ გია გოქაძე კარგად წაიკითხავდა ჩვენს პასუხს, ნახავდა, რომ პარლამენტზე შეზღუდვა არ ყოფილა. კონკურსის თემატიკაში–"ქუთაისის ხედები" შესაძლებელია პარლამენტის ფოტოებმაც გაიმარჯვოს. ამასთან ერთად, ჩვენ ავუხსენით, რომ გასულ წელს გამოსულ ბროშურებში პარლამენტის კარგი ფოტოები გვაქვს, რაც აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას ამ შენობის მიმართ, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ წელს საქართველოს პარლამენტზე გადაღებული კარგი ფოტო ვერ გაიმარჯვებს. პირიქით ბევრ ასეთ ფოტოს ველოდებით, ამიტომ გოქაძის ბრალდება არის უსაფუძვლო",–განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

 ფოტოკონკურსი 18 აგვისტის გამოცხადდა, ნამუშევრების მიღება 4 სექტემბერს დასრულდა. გამარჯვებული ფოტოების მიხედვით, იმერეთში არსებული ტურისტული ძეგლების ამსახველი  ბროშურა დამზადდება. 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა