როდის აღდგება ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა?
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის-სამტრედიის შემოვლით მონაკვეთზე განათების სამუშაოები სრულდება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.
ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის მონაკვეთზე მაისიდან უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გატარება მიმდინარეობს.
სამუშაოები მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების განთავსებას, ასევე ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას, . სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) აფინანსებს. სამუშაოებს კომპანია "ჯავა" ასრულებს.
შეგახსენებთ, აღნიშნული გზის მონაკვეთი პრემიერმა ერთი წლის წინ საზეიმოდ გახსნა. გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ გზის მონაკვეთი გადაიკეტა და დამატებითი სამუშოები, მათ შორის საგზაო ნიშნებისა და განათების მონტაჟი განხორციელდა.
ამ თემაზე: "ქუთაისის შემოვლით გზაზე მრავალი დარღვევა დაფიქსირდა"
ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდა
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















