|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-ვარშავის რეისზე სამართალდამცველები ბომბს ეძებენ

ქუთაისი-ვარშავის რეისზე სამართალდამცველები ბომბს ეძებენ. სპეცოპერაცია  ბუქარესტის აეროპორტში მიმდინარეობს.

ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში მიფრინავდა ბუქარესტში ავარიულად დაეშვა. მიზეზი, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ქუთაისის აეროპორტში შესული შეტყობინება გახდა.

ამ წუთებში თვითმფრინავიდან 173-ვე მგზავრი ევაკუირებულია. ბუქარესტის აეროპორტში სამართალდამცველების გარდა მობილიზებული არიან მეხანძრეები და მედიკოსები.

 მგზავრები უკვე ერთი საათია, აეროპორტში იმყოფებიან - მათ შორის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ვარშავის რეისის ბუქარესტში დაშვებას ადასტურებენ, თუმცა მიზეზს არ აკონკრეტებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა