ქუთაისი-წყალტუბო-ლასდილის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




17:28
17:19
19:31
14:51
14:17
















