|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ასწლოვანი ხეების ჭრას აპროტესტებენ [VIDEO]

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლების მიმდებარედ ხეების ჭრას აპროტესტებენ. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ავტოქარხნის სასაფლაოს ტერიტორიაზე ასობით ხე იჭრება. ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს, რადგან ხდება ტყეების გასხვისება.

"იმისთვის, რომ ფული იშოვონ, ხდება ტყის გასხვისება და არავინ კითხულობს, რა ბედი ეწია იმ ტერიტორიას, ამის მაგალითია, წყალტუბის გზაზე არსებული ტყე, რომელიც წლების წინ გასხვისდა. კერძო მესაკუთრე ჭრის ასწლოვან ხეებს და არავინ ინტერესდება. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ეს არის ქარსაცავი ზოლი და იცავს ტერიტორიას"-განაცხადა გოგი წულაიამ.

წულაია ასევე  სვანეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. წულაიას განცხადებით,  ხელისუფლება, რომელიც თავად არ ზრუნავს ტყის მოვლაზე და რის გამოც განადგურდა ასეულობით ჰექტარი, ცდილობს, სვანების დასჯას, რადგან ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

 ადგილზე ხეების ჭრას მოსახლეობა რამდენიმე წელია აპროტესტებს. ტერიტორიის მფლობელი გასულ წელს აცხადებდა, რომ ხეების მოჭრა არ არის ვანდალიზმი, რადგან ამის ნებართვა აქვს. მისივე თქმით,  დაახლოებით 14700 კვ. მეტრი ფართობი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან 2010 წელს შეიძინა. 

ხეების მოჭრის უკანონობას არ ადასტურებდნენ  გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში. მათი ინფორმაციით ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მფლობელს აქვს მოჭრის უფლება.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა