ქუთაისიდან დორტმუნდის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, დორტმუნდის მიმართულებით მოძრავი „ვიზეარის“ თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. გადაწყვეტილება მფრინავმა მიიღო.
მგზავრების განცხადებით, თვითმფრინავის უკანა ნაწილში კვამლიც შენიშნეს.
„ვიზეარის“ თვითმფრინავით დორტმუნდის მიმართულებით უნდა გავფრენილიყავით. აფრენამდე 5 წუთით ადრე მფრინავმა გამოაცხადა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო რეისის შესასრულებლად, თუმცა აფრენიდან მალევე უკან დავეშვით. როგორც ამბობენ, თვითმფრინავს შეექმნა მუხრუჭის პრობლემები. არ ვიცით, ეს ინფორმაცია რამდენად დადასტურებულია, თუმცა დაშვება იყო ძალიან ხისტი. ასევე ამბობენ იმას, რომ თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩნდა კვამლი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.
ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, კი ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, ტექნიკური ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე სადგომზე დაბრუნდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















