ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით რეგულარული ფრენები შესრულდება
ქუთაისიდან ვენის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.
პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით 11 ოქტომბერს 07:25 წუთზე შესრულდება. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები სრულდება.
"212 წლიდან მოყოლებული დღემდე ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებებს ეტაპობრივად ამატებს. რამდენიმე ქვეყანასთან საქართველომ პირველად დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მგზავრობა ხელმისაწვდომი გახდა“ – აცხადებენ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















