|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სკოლების საქმის სასამართლო განხილვა გადაიდო

ქუთაისის 10-მდე  სკოლის და  "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაციის" შორის არსებული დავის განიხილვა, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს იყო ჩანიშნული, გადაიდო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება აღნიშნული საქმის განხილვა.

შეგახსენებთ,  მხარეების დაპირისპირების მიზეზი ააიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციის " მიერ  საჯარო ინფორმაცის გამოთხოვის ვადებს უკავშირდება.

როგორც ცნობილი გახდა, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაცის" წარმომადგენელი გიორგი ტატიშვილი საჯარო ინფორმაციის ფორმატში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს ითხოვდა. სკოლებმა მათ წერილობითვე აცნობეს, რომ მიაწვდიდნენ ინფორმაციას, თუმცა მასალის მოცულობის გამო დამატებითი დრო ითხოვეს, რაზედაც  თანხმობა მიიღეს.  თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლო უწყება მიიღეს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან  დაკავშირებული  დავის შესახებ.

 სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს  სსიპ ქ. ქუთაისის №14 საჯარო; №30 საჯარო სკოლა; №19 საჯარო სკოლა; №12 საჯარო სკოლა; №40 საჯარო სკოლა; №33 საჯარო სკოლა; №10 საჯარო სკოლა; №9 საჯარო სკოლა,  სსიპ აკ. წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა. 

ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე გენადი მაკარიძე განიხილავს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა